Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 223 მილიონს გადააჭარბა.
სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 199,954,820-ს შეადგენს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 41,3 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.











