Worldometers-ის მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 122 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.7 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 98.6 მილიონს შეადგენს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს კი ინდოეთი იკავებს.











