worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა.
ამასთან, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 529 593 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 89 556 294-ია.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.











