Worldometers-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 135 მილიონს გადააჭარბა.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2,9 მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 108 მილიონს აჭარბებს.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია, მესამეს კი ინდოეთი იკავებს.











