Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 185 მილიონს გადააჭარბა.
სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 169.7 მილიონს შეაგდენს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.6 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.











