Worldometers-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 197 მილიონს გადააჭარბა.
კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 178.5 მილიონს აღემატება.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 14.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 35.5 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, ხოლო მესამეს ბრაზილია იკავებს.











