COVID-19-ის ახალმა შემთხვევებმა მსოფლიოში 24 საათის განმავლობაში ნახევარ მილიონს ისევ გადააჭარბა. დაინფიცირდა 581, ათასი ადამიანი, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წინა ანტირეკორდი, რომელიც 31 დეკემბერს დაფიქსირდა 557 ათასი იყო.
სულ მსოფლიოში დაფიქსირებულია ინფიცირების 48 534 508 შემთხვევა და 1 231 017 კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტი.











