ამ დროისთვის მსოფლიოს ქვეყნებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო დაახლოებით, 180 ვაქცინა მუშავდება, რომელთაგან 35 ადამიანებზე გადის ცდებს, – ამის შესახებ WHO-ს ხელმძღვანელმა, თედრო ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ისტორიაში არ არის ცნობილი ასეთი სწრაფი კვლევები, რომელიმე დაავადებასთან დაკავშირებით, ჩატარებულიყო. ეს მოწმობს წარმოუდგენელ პროგრესზე მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ვაქცინებზე, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს მიუწვდებოდეს ხელი“,- განაცხადა გებრეიესუსმა.











