მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ნიდერლანდებში რეინფიცირების შედეგად გარდაცვლილი 89 წლის ქალია, რომელსაც ძვლის ტვინის სიმსივნე ჰქონდა.
პაციენტმა საავადმყოფოს მიმართა, მას მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ხველა ჰქონდა. ტესტის ჩატარების შემდეგ, ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და პაციენტი სახლში გაწერეს.
2 თვის შემდეგ ქალმა ქიმიოთერაპიის კურსი დაიწყო. დაწყებიდან 2 დღის შემდეგ ქალს კვლავ დაეწყო ხველა, აღენიშნებოდა ტემპერატურა და ჰაერის უკმარისობა. მოხუცი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ტესტმა ისევ დადებითი შედეგი აჩვენა. ჩატარებულმა ტესტმა ასევე აჩვენა, რომ ქალის სისხლში ვირუსის ანტისხეულები არ ფიქსირდებოდა. საავადმყოფოში შეყვანიდან მერვე დღეს მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, 2 კვირაში კი ქალი გარდაიცვალა.
ექსპერტების აზრით, აღნიშნული შემთხვევა სერიოზულ კითხვებს ბადებს თუ რამდენად დიდხანს უნარჩუნდება ადამიანს ვირუსისადმი იმუნიტეტი.











