გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად, შესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატები“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე წარადგინოს.
როგორც შავგულიძემ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, მთაწმინდის ოლქში სხვა კანდიდატების წარდგენაც განიხილება და ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
“მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში ერთ-ერთი არის ჩემი კანდიდატურის განხილვისა და მსჯელობის საგანი, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. გაერთიანებულ ოპოზიციაში გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების შეთანხმებითა და კონსენსუსით იქნება მიღებული. ტყუილად და არასწორად ავრცელებს ხელისუფლება ხმებს, რომ ამ მაგიდის საქმიანობა ჩაიშალა“,- განაცხადა შავგულიძემ.
ინფორმაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის პანდემიამ დღის წესრიგი არ შეცვალა, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე











