fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

მთაწმინდის ფერდზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული რამდენიმე სახეობის ხე-მცენარე დაირგვება

22:49 ოქტომბერი 15, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე, ძირითადად, ადგილობრივი, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შესული რამდენიმე სახეობის ხე-მცენარე დაირგვება, – ამის შესახებ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ბოტანიკური ჯგუფის წევრმა, ნიკოლოზ ლაჩაშვილმა თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოტანიკური კვლევის ძირითადი მიზანი მცენარეული საფარის თანამედროვე მდგომარეობის შეფასება, ფლორისტული და ეკოსისტემური მრავალფეროვნების გამოვლენა და დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტის შერჩევა იყო.

„გამოკვლევების შედეგად, გამოვლინდა, რომ ტერიტორია გამოირჩევა საკმაოდ დიდი ფლორიტსული და ეკოსისტემური მრავალფეროვნებით. გავრცელებულია ჭურჭლოვან მცენარეთა 750-მდე სახეობა. მათგან ორი სახეობა – კაკალი და პატარა თელა არის „წითელი ნუსხის“ მცენარეები. აღირიცხა კავკასიის 48 ენდემური სახეობა, რაც ასეთი პატარა ტერიტორიისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, ასევე, დენდროფლორის მრავალფეროვნებაც – 80-მდე სახეობა, რაც საქართველოს საერთო დენდროფლორის, დაახლოებით, 20 პროცენტს შეადგენს. სამწუხაროა, რომ ტერიტორიაზე გამოიკვეთა ინვაზიურ სახეობათა, განსაკუთრებით, ოპუნციების ძალიან სწრაფი გავრცელების ტენდენცია. საყურადღებოა ისიც, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე გავრცელებულია თბილისის მიდამოებისთვის დამახასიათებელ მცენარეთა თითქმის ყველა ტიპი – ტყეები, სტეპები, მდელო-სტეპები, ბუჩქნარები და სხვა“, – განაცხადა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის თქმით, მიღებული შედეგების საფუძველზე, მოხდა ტერიტორიის ზონირება და შეირჩა დასარგავ მცენარეთა ასორტიმენტი, რომელიც 40-მდე მერქნიან მცენარეს მოიცავს.

„ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა ადგილობრივ სახეობებზე, თუმცა გამოყენებული იქნება ინტროდუცირებული მცენარეებიც. მნიშვნელოვანია, რომ დასარგავ მცენარეთა ჩამონათვალში შეტანილია საქართველოს „წითელი ნუსხის“ ისეთი სახეობები როგორებიცაა: ქართული ნეკერჩხალი, მრავალნაყოფა ღვია და სხვა“, – აღნიშნა ნიკოლოზ ლაჩაშვილმა.

მთაწმინდის პარკში დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით მიმდინარე, თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანია, არსებული ტერიტორიის ლანდშაფტი ოთხივე სეზონზე იყოს გათვლილი. ის ითვალისწინებს, როგორც ტურისტული, ისე სპორტული საფეხმავლო ბილიკების მოწყობას; ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის გათვალისწინებული იქნება სამთო ველოსიპედებისა და სხვა სპორტული აქტივობებისთვის გზები; მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, საპიკნიკე ადგილები, სანაგვე ურნები და გარე განათების სისტემები.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: თბილისის მერიამთაწმინდა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ანა დოლიძე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

აგვისტო 14, 2021
792
მთავარი ამბავი

უსაფრთხოების მიზნით, ლორთქიფანიძის N10-დან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

აგვისტო 13, 2021
779
დედაქალაქი

თბილისის მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

აგვისტო 12, 2021
774

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია