ქარელში ინციდენტისას დაშავებული ოპერატორის მდგომარეობა სტაბილურია და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით თბილისში გადაჰყავთ, – ამის შესახებ ქარელის „ევექსის კლინიკის“ ექიმმა, კახაბერ თოთლაძემ ჟურალისტებთან განაცხადა.
„პაციენტი გადაგვყავს თბილისში სტაბილური მდგომარეობით, უბრალოდ, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით სჭირდება „კატე“ კვლევა. მარცხენა ბარძაყის არეში მოტეხილობაზე არის ეჭვი“,- განმარტა კახაბერ თოთლაძემ.











