fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„მთავარი არხის“ ჟურნალისტის მიმართ მუქარასა და მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

15:49 მარტი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
816
ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიმართ მუქარასა და მანქანის დაზიანების ფაქტზე საქმე ორი მუხლით აღძრა.

„საქმე აღძრულია სსკ-ის 151-ე და 187-ე მუხლებით,რაც მუქარას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს“,-უთხრეს „პრაიმტაიმნიუსს“ შსს-ში.

მესტიაში მომხდარ ფაქტს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

„ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიერ გამოქვეყნებული დასკვნა.

ჟურნალისტმა ვერ მოასწრო სიუჟეტის დასრულება და ღამე მოუწია მესტიაში დარჩენა. ღამე დაურეკა კაპიტან ჟორჟოლიანმა, შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, რაზეც მიიღო უარი.

დილით, სახლიდან გამოსულ ჩვენს ჟურნალისტს მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა.

ჩვენი სრული მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული უმაგრეს ემას.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, აღნიშნული მოხელის უმკაცრესად დასჯას.

მედია ტერორის წამხალისებელი „ქართული ოცნება“ აუცილებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რასაც ჩადის“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტის ემა გოგოხიას ავტომობილს მესტიაში საბურავები დაუზიანეს.

მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ავტომობილი გარეთ, ავტოსადგომზე იდგა.

გოგოხია ამბობს, რომ ამ ყველაფრის უკან მესტიის მერი კაპტონ ჟორჟოლიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე დგანან.

თეგები: მთავარი არხი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ქარელში დაშავებული „მთავარი არხის“ ოპერატორი კლინიკიდან გაწერეს

სექტემბერი 16, 2021
774
ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ივლისი 27, 2021
789
მთავარი ამბავი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 5, 2021
917

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია