რამდენიმე მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 4 ნოემბრიდან საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მთავრობის სტრატკომი და ინფორმაციას სიყალბეს უწოდებს.
„დღეს რამდენიმე ონლაინ-პორტალმა გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლო შეზღუდვის შესახებ.
ხაზგასმით ვაცხადებთ, აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიკ ნიუსი და სიმართლეს არ შეესაბამება.
ნებისმიერი შეზღუდვის დაწესებისა თუ შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდვითარებიდან გამომდინარე იღებს.
საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყოველკვირეულად იმართება და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია პროაქტიულად მიეწოდება“,- ნათქვამია განცხადებაში.








