მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა დაამტკიცა. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აღნიშნავს რუსთავს ექნება ისეთივე გეგმა, როგორიც დედაქალაქს აქვს.
„მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა დაამტკიცა. მოსახლეობასთან გვქონდა კომუნიკაცია, სამოქალაქო აქტივისტებთან, საუბარი იყო რომ რუსთავს ექნებოდა კომპლექსური გეგმა, ისეთივე როგორიც თბილისის გეგმა, რაც 40 პუნქტისგან შედგება“ – განაცხადა დავითაშვილმა.











