მთავრობაში არავითარი მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილებები არ იგეგმება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი კობახიძის შესაძლო გაპრემიერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – რამენაირად საზოგადოებაში შეიტანოთ შფოთი და შექმნათ წარმოდგენა, თითქოს ჯგუფში რაღაც არეულობაა. ამ დროს მე გარწმუნებთ, რომ აბსოლუტურად არაფერი ხდება. დესტრუქციული ოპოზიცია დაინტერესებულია, რომ ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყოს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.











