„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს, იმის მიხედვით, მთავრობაში მხოლოდ ერთი ახალი სახე იქნება. ეს არის თავდაცვის მინისტრი, თუმცა მისი ვინაობის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით”,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
“მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო პროგრამა პასუხობდეს იმ პრიორიტეტებს, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება.










