მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეები მთავრობას დროს ხვალ დღის 12:00 საათამდე აძლევენ, რათა მათი მოთხოვნები შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია კვლავ გაგრძელდება.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს აქციაზე სცემეს. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომა; მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიება; ყველა იმ მოძალადის დაკავება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა, რომლებიც ლექსო ლაშქარავას დაესხნენ თავს, ასევე, ძალადობრივი აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობაში მიცემას.











