„გაიხსნას ქვეყანა“ – ამ მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე მოქალაქეებს პოლიტიკოსებიც უერთდებიან.
როგორც ადმინისტრაციასთან შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, კორონავირუსის გამო, დაწესებული შეზღუდვები მათ მუშაობის შესაძლებლობას აღარ აძლევს, ამიტომ ხელისუფლებამ ხალხისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს.











