დღეს პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარედგინება.
დღესვე, 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, სადაც განიხილავენ, როგორი განრიგით წარიმართება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტს ნდობა 2 კვირის ვადაში უნდა გამოუცხადოს.











