განათელბის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან და საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დაეხმარებიან ექიმებს კოვიდის მართვაში.
მაქსიმუმ ერთ კვირში უკვე გვექნება ბაზა იმ უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.











