საქართველოს მთავრობის სტრატკომი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება.
„სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ფეიქ-ნიუსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს“ – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა აუდიოჩანაწერის, რომლის მიხედვითაც, მოქალაქე სპეციალურ ნომერზე რეკავს და აივანზე გასასვლელად, დროებითი საშვის დაშვებას ითხოვს.











