COVID-19 სტაბილური რჩება, ჯერ არ არსებობს მინიშნება მის სახიფათო მუტაციაზე, ასევე არ არის მინიშნება მასზე, რომ ის უფრო მომაკვდინებელი გახდა, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა განაცხადეს.
„უკიდურესად მნიშვნელოვანია, როცა ვირუსი განიცდის მუტაციას, რაც მისი დიაგნოსტირების, წამლების და ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას ცვლის. ვირუსი სტაბილურია. სახეზეა ნორმალური მუტაცია“, – აცხადებს ჯანმოს სპეციალისტი მარია ვან კერკჰოვე.











