რუსთავში, მტკვარში 15 წლამდე ბიჭის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 3 არასრულწლოვანი წყალსაქაჩის ტერიტორიაზე თამაშობდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
ადგილზე მოზარდს მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.











