თბილისში მტკვარში ახალგაზრდა ქალს ეძებენ. მეოთხე დღეა, მცხეთის ტერიტორიაზე სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოებში 20-მდე მაშველი მონაწილეობს.
ამასთან მდინარის ნაპირზე სპეციალური შტაბია განთავსებული და ძებნაში ჩართულნი არიან მყვინთავები.
ცნობისთვის, სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფი მას შემდეგ ჩაერთო, რაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ქალის ადგილსამყოფელის დადგენის მოთხოვნით 112-ში დაკარგულის მეგობარმა დარეკა.
გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.











