თბილისის საქალაქო სასამართლო, მცირეწლოვნის მიმართ წამების საქმეზე, ბავშვის დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს.
დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს პამების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ აქვს.
გუშინ სასამართლომ 6 წლის ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს არასრულწლოვნის ძმაც.
საქართველოს პროკურატურამ ბავშვის დედასა და მის მეუღლეს ბრალდება 19 ივნისს წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, „მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობდნენ ფიზიკურად – სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა“.











