დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.
სხდომაზე ბრალდებულთა ადვოკატები შუამდგომლობას დააყენებენ იმ ვიდეომასალის რელევანტურობაზე, რომელიც საპატიმროებშია გადაღებული.
წინასასამართლო პროცესზე ასევე წარმოდგენილი იქნება ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც, როგორც ბრალდებულთა ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას გამორიცხავს.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.











