მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია თავის Facebook-ის გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, აღნიშნული მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
“19 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, მუხრანი, ქსანი, ნიჩბისი და მიმებარე სოფლებში” – წერია განცხადებაში.










