„ცესკოს მიერ თავად აღმოჩენილი და გასწორებული ხარვეზის შედეგად, მცხეთაში საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება. აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ყველგან და აწერდნენ ხელს საარჩევნო ოლქებს, ამ ყოველივეს შემდეგ მაინც აპროტესტებენ“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ,,ქართული ოცნება“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ოქმების პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობაზე ფიქსირდება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ხელმოწერები. მათ დაადასტურეს იმ ოქმების სისწორე, რომელზეც დღეს არაერთი სპეკულაცია მიდის. იმ შემთხვევაში თუ, ისინი დაახლოებით 100 ოქმს აპროტესტებენ, იქ შესაძლოა, რომ 1 და 2 მართლა პრობლემა იყოს და აქვე დავამატებ, რომ სამგორის ოქმის გარდა, როგორც მე ვიცი, მათ საერთოდ არ განუცხადებიათ პრეტენზია, მცხეთის შემთხვევაში, ცესკოს ინიციატივით, მის მიერ მიღებული ინფორმაციისა და შესწავლის საფუძველზე, ცესკომ გადაწყვიტა, რომ შეესწავლა ერთ-ერთი უბანი, სადაც არასწორად ჰქონდათ ხმა მიცემული, სპეც უბანზე მაჟორიტარისათვის.
ამ ხარვეზის გასწორების შესაბამისად პირველ ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი აღმოჩნდა, რომ არ არის რეალურად გამარჯვებული და ამ შესწორებამ უზრუნველყო ის, რომ მცხეთაში გაიმართება მე-2 ტური, თუმცა ამის ზუსტად თქმა ჯერჯერობით არ შეგვიძლია. ცესკოს მიერ თავად აღმოჩენილი და გასწორებული ხარვეზის შედეგად, მცხეთაში საარჩევნო ოლქში მე-2 ტური გაიმართება. აქედან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ყველგან და აწერდნენ ხელს საარჩევნო ოლქებს, ამ ყოველივეს შემდეგ მაინც აპროტესტებენ.
იქ სადაც იყო შეცდომა და შეცდომის გამო მათ ეს ვერ ნახეს და ისე მოაწერეს ხელი, რაც ასევე შეუძლია თქვას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელსაც, ყველაფერი სწორდება და როგორც წინა წლებში მიყვებიან ცესკოს და საარჩევნო ოლქის წარმომადგენლები და დეტალურად ასწორებენ ამ ოქმებს“, – განაცხადა მდინარაძემ.











