კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორთა დაშვება დროებით იზღუდება. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
“მუზეუმ ნაკრძალების ადმინისტრაციის თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ დაქვედებარებაში მყოფ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებელთა მიღება სამედიცინო უსაფრთხოების დადგენილი წესების გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
სამუზეუმო სივრცეების გახსნის შესახებ განცხადებას სააგენტო წინასწარ გაასაჯაროებს”, – ნათქვამია განცხადებაში.











