„არსებითად ბოიკოტი გაგრძელდება. დიახ, ერთ-ერთი მამოძრავებელი, საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე ხორციელდება მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ საზოგადოება ითხოვს თავისუფლებას, სამართალსა და სამართლიან არჩევნებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა. .
მისი თქმით, ოპოზიციისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა უპირველესი ამოცანაა.
„ჩვენ ვართ მზად მეხუთე რაუნდში ვისაუბროთ, როდის, რა პირობებში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები“, – აღნიშნა უგულავამ.










