„მგონი, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის კონსენსუსი, რომ შეზღუდვები, რომელიც რჩება პირველი თებერვლის შემდეგ, არაგონივრულია. ხელისუფლებამ გონივრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი უნდა გახსნას. პირველ რიგში, ტრანსპორტი და სკოლები, მოაცილოს ე.წ. კომენდანტის საათი, გახსნას მთის კურორტები”,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების მოხსნის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
თუ შესაძლებელია კახეთში სასტუმროები იყოს ხალხით გამოტენილი, როგორ შეიძლება უფრო მეტად გავრცელდეს კორონავირუსი ბაკურიანში ან გუდაურში?! ეს შეზღუდვები, რომელიც შემორჩენილია, ლოგიკას არ ექვემდებარება.
გონივრული და ჭკვიანი რეგულაციებით ჩვენი ეკონომიკის სექტორები უნდა გაიხსნას”, – აცხადებს დოლიძე.











