თბილისში, მახალდიანის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი ბინა იწვის.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე ბინას ეკიდა, რომელიც ერთმანეთზე იყო გადაბმული. შემთხვევის ადგილზე 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
მათივე ინფორმაცით, ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა და ამ დროისთვის, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.











