ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფს არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
როგორც იოსელიანი ამბობს, ერთია, რა ულტიმატუმებს აყენებს სააკაშვილი და მეორე, რა პასუხს სცემს მას „ქართული ოცნება“.
„მე რამდენადაც ვნახე, არც ერთმა საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ არ გაიზიარა მისი მოწოდება. ნაკლებად მგონია, რომ ასეთ ჯგუფს რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს და ასეთი საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნას
იმდენად გაერთო ეს ორი ძალა ურთიერთდაპირისპირებაში, რომ რეალური პრობლემები ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, მოსამართლეების საკითხი, რომელზეც მთელი ყურადღება უნდა იყოს გადატანილი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.











