fbpx
15/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„ნამახვანჰესის“ პროექტი ვეღარ განხორციელდება და ამ ნაწილში ვიწონებთ პრემიერის განცხადებას – ვარლამ გოლეთიანი

21:23 ივნისი 9, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
824
ნახვა

„ნამახვანჰესის“ პროექტი ვეღარ განხორციელდება და ამ ნაწილში ვიწონებთ პრემიერის განცხადებას, – ამის შესახებ „რიონის ხეობის“ მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„თქვენ გახსოვთ პრემიერის პირველი განცხადება, როდესაც ის ამბობდა, რომ ეს არის ინსპირირებული პროტესტი გარე ძალებისგან და ძირითადად მოიაზრებენ ხოლმე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და დღეს ვნახეთ, რომ მისი მხრიდან შეფასდა, როგორც მემკვიდრეობით მიღებული პრობლემა – ნამახვანი და აქვე ისმის კითხვა, ვინ დააყენა ეს საკითხი პრობლემურად ანუ საიდან გაიგეს საერთოდ ამ პრობლემის შესახებ თუ არა ამ პროტესტისგან? როგორი იყო მისი შეფასება პირველ დღეებში, როდესაც მეორედ გაპრემიერდა და რა არის დღეს მისი განცხადება და ის აცდენა რაც არის შეფასების ნაწილში, რომ თავიდან ვიყავით მართული, დღეს ვართ გულწრფელი პროტესტის მონაწილეები, რომელმაც ისეთ რთულ სახელმწიფო ინტერესების დათმობას გადაარჩინა ქვეყანა, რომ ამ ფორმით ახლა ამ ხელშეკრულების გაგრძელება აღარ შეიძლება?

ამისთვის მე გიხდით პრემიერის მაგივრად მადლობას, პირადად თქვენ, რომ უზრუნველყავით ეს პროცესი და რომ არა თქვენი დგომა და ჩართულობა, ეს პროცესი აქამდე არ მოვიდოდა. თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს, ჩვენ როგორც ამ პრობლემების აღმომჩენ ხალხს, დღის წესრიგში დამყენებელს და აქამდე მომტანს ამ ბრძოლისა და პროტესტისა, არ გვთვლიან მაინც იმდენად სრულფასოვან მხარედ, რომ სრული სპექტრი წარმოვაჩინოთ პრობლემების და ყველა აქცენტი დავსვათ. ისე წავიდნენ ინვესტორთან სასაუბროდ, იმ რიგი პრობლემების მოსაგვარებლად, ჩვენთან არ მოსულან და არ უკითხავთ, რა გვაქვს სათქმელი საბოლოო ჯამში. მნიშვნელოვანი აღიარებები გვაქვს სახეზე და ჩვენთვის პირველი არ არის, რა აღიარებებსაც ვისმენთ,“- განაცხადა გოლეთიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, „რიონის ხეობის მცველების მიზანი მიღწეულია, რადგან ხეობაში კომპანიას „ენკას“ მუშაობა შეჩერებულია.

„ამ ეტაპზე ჩვენი მიზანი მიღწეულია და ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია. დღევანდელ დღეს 7 ლოკაციაზე ხეობა დაბლოკილია და ნამდვილად მუშაობს ეს პროცესი და მინდა ასეთი თხოვნა გავაჟღერო, ჩვენ ამ ლოკაციების გასაძლიერებლად გვჭირდება ადამინური რესურსი და, ვაპირებთ გარკვეული განრიგი გავაკეთოთ ამისთვის. მაქსიმალურად მოვარგებთ ადამიანების თავისუფალ დროს ამ განრიგს და უზრუნველვყოფთ მათ ტრანსპორტირებას ლოკაციებზე. ვიწყებთ ამ ცხრილების შედგენას და გთხოვთ, რომ მოგვმართოთ, ვისაც სურვილი გაქვთ,“- განაცხადა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ პირობებით, რომელიც დღეს არის „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, პროექტი არ გაგრძელდება.

თეგები: "ნამახვანჰესი"ვარლამ გოლეთიანიირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
776
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია