მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, – ამის შესახებ “ეკონომიკის მინისტრმა” ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, “ნამახვანი ჰესი” მომავალი თაობების საერთო სიკეთეა
“„ნამახვანი ჰესი” არ არის პროექტი, რომელიც ეკუთვნის ერთ რომელიმე კომპანიას. მიუხედავად იმისა, რომ ჰესს უცხოელი ინვესტორი აშენებს, ეს არის ქართული პროექტი, საქართველოს კუთვნილი ენერგეტიკული ობიექტი, ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობების საერთო სიკეთე, რომელსაც ყველა ერთად შევქმნით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.











