„ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, არ იქნება“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძე ამბობს, ნეგატიური გადაწყვეტილებები ქვეყანასთან მიმართებით, არ იქნება.
„ჩვენ ვნახეთ შეფასებები, მათ შორის კრიტიკულიც და აბსოლუტურად ადეკვატურად შეხვდა საქართველო ამ შეფასებებს, კრიტიკასაც და პასუხები გაეცა ყველა კითხვას. თქვენ იცით ბოლო დღეების პათოსი, მათ შორის, ჩვენი მეგობრების განცხადებები. რაც შეეხება ნეგატიურ გადაწყვეტილებებს ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით, ასეთი არ იქნება, იმიტომ, რომ კანონის აღსრულებისთვის და იმისთვის, რომ ხელისუფლება უამრავ კომპრომისულ წინადადებას აყენებს, ნანატრი სანქციები, რომელზეც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ოცნებობენ ხოლმე, არ იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.











