გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ნანგრევებში 8 ადამიანია მოყოლილი, აქედან, 4 ბავშვია. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ამ დრომდე ეძებენ.
მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი უკვა ამოიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტრი. ბათუმისკენ მიემგზავრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ადგილზე ათეოლობით სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. დამხამრე ძალების მობილიზება ხდება მეზობელი რეგიონებიდანაც.











