ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, პოლიციამ ორი პირი დააკავა. ვუგარ და სალმან ალიევები სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ, სოფლის ცენტრში აიყვანეს.
სამართალდამცავები მათ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და რეალიზაციას ედავებიან. ერთ-ერთი პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა, წარსულში ნასამართლევია.
კაბლის მოსახლეობის ნაწილის მტკიცებით, ორივე პირი უსამართლოდ დააკავეს და მათ ნარკოტიკულ საშუალებებთან არაფერი აკავშირებთ.
ამ წუთებში, ადგილობრივების ერთი ჯგუფი, ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოს შენობისკენ მიემართება.
დაკავების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











