fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება

12:11 სექტემბერი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
772
ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კანონპროექტის შემუშავების მიზანია ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება.

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი გაიზრდება თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი მოიმატებს მხოლოდ სასჯელის მინიმალური ზღვარი და ნაცვლად რვა წლისა, გახდება თოთხმეტი წელი.

„კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრება“, -განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

დღესვე კომიტეტმა განიხილა სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ნარკოტიკულ სამართალდარღვევებზე პრობაციისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უფლებების ჩამორთმევის მდგომარეობის ანალიზისა და პასუხისგებაში მიცემულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას შეისწავლის.

თეგები: ნარკოტიკი

დაკავშირებული სტატიები

No Content Available

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია