კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყენაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მეზვრიშვილმა განცხადება თავად გაავრცელა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში „პრაიმტაიმნიუსს“ უთხრეს, მეზვრიშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ადმინისტრაციაში არ ფლობენ ინფორმაციას სხვა დამატებითი დეტალების შესახებ, მათ შორის, სად გააგრძელებს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი მუშაობას.
როგორც მეზვრიშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, სადაც არ უნდა იყოს, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე










