ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ნათია თურნავამ განმარტავს, რას ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა:
„მოგეხსენებათ, რომ ნებისმირი ქვეყნის კერძო ბიზნესისთვის და მათ შორის საქართველოს ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საშუალო ვადაში და გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი განვითარება და განჭვრეტადობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც დიდწილად შეუწყოს ხელს პოსტპანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდენას და არა მხოლოდ პოსტპანდემიურ პერიოდში – უახლოესი 10 წლის განმავლობაში იქნება ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზამკვლევი. ჩვენ ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩართულები ვართ ამ დოკუმენტის მომზადებაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











