ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 15-მდე ორგანიზაციამ ნამახვანჰესის პროექტის შესახებ არსებული კვლევები გამოითხოვა და შესწავლის შემდეგ დასკვნას გამოაქვეყნებენ.
მისი თქმით, შენიშვნების შემთხვევაში ინვესტორს გაუგზავნიან, რათა გადახედოს და გაითვალისწინოს.
“ჩვენ ველოდებით, როდის დაგვიბრუნდება მათგან დასკვნა, რომლითაც ჩვენ ინვესტორს მოვთხოვთ, რომ გადახედოს მას, გაითვალისწინოს ან კონტრარგუმენტები მოამზადოს”. – განაცხადა ნათია თურნავამ.











