რაც შეეხება მათ მოთხოვნებსა და ჩემ გადადგომას, შემიძლია ერთი რამ ვთქვა – მე რომ ერთი წამითაც ეჭვი მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, დღეს თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ერთად უნდა ვაშენოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და რომელიც იქნება ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი და „ნამახვანჰესი“, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო, კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას.
ჩვენი გეგმა არის იგივე, რაც იყო – მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ კომუნიკაცია უნდა მოხდეს ორ ფორმატში – ექსპერტების ჩართულობით, მეცნიერების ჩართულობით. შეუძლებელია ქუჩის რეჟიმში ვისაუბროთ სეისმიკაზე, გეოლოგიასა და ჰიდრონაგებობეის მდგრადობაზე,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
ხვალ მთლიანად მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას – გოლეთიანის 3-პუნქტიანი ულტიმატუმი ხელისუფლებას










