გამოიცა მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ნოემბრის თვეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს განსაზღვრავს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
„ტრადიციული მიმართულებები, როგორებიცაა მიუნხენი, პარიზი, რიგა, აქ ჩვენ შევთავაზეთ იმ კომპანიებს, რომლებიც ემსახურებიან ამ მიმართულებებს, გაზარდონ სიხშირეები, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს, მაგალითად, ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვოლნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი – ამ მიმართულებით შესაძლებელი იქნება იმ კომპანიებისთვის, ვინც აქამდე ასრულებდნენ რეისებს, დაიწყონ რეგულარული ფრენები. რაც შეეხება უფრო მეტ დეტალს, მაგალითად, რამდენჯერ იფრენენ კვირაში და როდიდან, ეს დიდად დამოკიდებულია თვითონ ავიაკომპანიების ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანიას რთული პერიოდი უდგას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.











