ეკონომიკის მინისტრი „ფრონტერას“ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არის იმისი შესაძლებლობა, რომ „ფრონტერა“ შენარჩუნდეს.
„ვხედავთ შესაძლებლობას, შევინარჩუნოთ ფრონტერა როგორ ამერიკული ინვესტიცია, ელჩთან შეხვედრისას გავაჟღერეთ ჩვენი პოზიცია. მოვუწოდებთ ფრონტერას, არაფრისმომცემი საჯარო კამპანიის ნაცვლად, მოვუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
Frontera Resources ამერიკაში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის მიზანიც ნავთობისა და გაზის მოპოვებაა. კომპანია ფრონტერა რისორსიზ ჯორჯიამ საქართველოში მუშაობა 1997 წლიდან დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში მათ არაერთხელ გამოუცხადებიათ, რომ გაზის დიდი მარაგს მიაგნეს. სახელმწიფო და ფრონტერა ერთმანეთს საარბიტრაჟო სასამართლოში ედავებოდნენ, რაც არაერთხელ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი.










