ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კომედანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მცირეთაგანი, იმ შეზღუდვებს შორის, რომელიც დარჩა. ჩენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ. ეს დგას დღის წესრიგში,“- განაცხადა თურნავამ.











