“მრავალი წელიწადია, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ქვეყნის დეკლარირებული კურსი არის ევროკავშირი და ნატო. მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე ნატომ დაიწყო მსჯელობა, საქართველოზე არავინ საუბრობს”, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ამიტომ არ ვაპირებთ, თქვენს უშინაარსო დეკლარაციაზე მიერთებას. ჩვენ ვაპირებთ დავიბაროთ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი და მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატოშიც და ევროკავშირშიც“, – განაცხადა სამადაშვილმა.











