„ნატოს სამიტიდან უაღრესად პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ძალიან აქტიური დიპლომატიური საქმიანობაა გაწეული ყველა დედაქალაქში, ყველა პარტნიორთან, იმისთვის, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით, შესაბამისად აისახოს ნატოს დეკლარაციასა და გადაწყვეტილებებში“, – აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზაკლალიანი.
„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ, აქტიური კომუნიკაციის შედეგად, საქართველოს საკითხი უკვე შეტანილია სამიტის დღის წესრიგში, მიუხედავად იმისა, რომ ის განსხვავებული ფორმატით ტარდება და ეს არაა სრულმასშტაბიანი სამიტი. ეს ნიშნავს, რომ საქართველო განიხილება იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან ერთობლიობაში, რომელიც საერთოა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ ის პროგრესი, რომელიც ინტეგრაციის კუთხით გვაქვს, არამედ, შეფასებები რეგიონში მიმდინარე თემატიკასთან და ოკუპაციასთან დაკავშირებით, აქტიურად აისახება ნატოს შესაბამის გადაწყვეტილებებსა და დეკლარაციაში“, – აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში გაიმართება ნატო-ს სამიტი, რომლის ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველოც იქნება.











