პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ნატოს სამიტზე ალიანსში უკრაინის გაწევრიანების საგზაო რუკის საკითხი იქნება განხილული, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„პირველ რიგში, ეს უკრაინის უსაფრთხოების საკითხია, რაც თავის მხრივ, ცენტრალური ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს. უკრაინას ოფიციალურად უნდა მივუთითოთ ის გზა, რომლითაც ის წევრობის მიღების გზაზე უნდა წავიდეს“, – აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.











